გიორგი ჭიჭინაძე, Lawverse-ის მმართველი პარტნიორი

  • January 26, 2026
  • Levani
  • 1 min read

მოგესალმებით,

ჩვენი კომპანია იურიდიულ მომსახურებას სხვადასხვა სფეროში ეწევა, თუმცა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება არის სამშენებლო და უძრავი ქონების სამართალი. სამშენებლო სამართლის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით კომპანიაში დავნერგეთ ახალი სერვისი – არქიტექტურული მომსახურება იურიდიულ მხარდაჭერასთან ერთად.

ბევრ თქვენგანს „ადვოკატის“ ან „არქიტექტორის“ გაგონებისას, შესაძლოა, წარმოუდგეს რთული ტერმინებით მოსაუბრე ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც სტრესთან და გაურკვევლობასთან ასოცირდება. ან სულაც, ფიქრობთ, რომ იურისტი მხოლოდ მაშინ გჭირდებათ, როცა პრობლემა უკვე არსებობს. ან ფიქრობთ, რომ არქიტექტორი იურისტის გარეშე მოგიგვარებთ ყველა საკითხს.

სწორედ ამ სტერეოტიპების მსხვრევა და სრულიად ახალი სტანდარტის დანერგვა იყო მიზეზი, რის გამოც შევქმენით Lawverse. მინდა, მარტივად და გასაგებად აგიხსნათ, ვინ ვართ ჩვენ და რატომ გადავწყვიტეთ, რომ საქმე სხვანაირად უნდა ვაკეთოთ.

არა მხოლოდ იურისტები, არა მხოლოდ არქიტექტორები

ხშირად მეკითხებიან: „თქვენ იურიდიული თუ არქიტექტურული კომპანია ხართ?“ პასუხი მარტივია: Lawverse არის ადგილი სადაც ეს ორი მიმართულება ერთიანდება და სინქრონში მუშაობს.

ჩვენი გადაწყვეტილება საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. პრაქტიკამ ცხადყო, რომ სამშენებლო ნებართვებთან, ფუნქციურ ზონირებასთან  ან სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული შეფერხებები ძირითადად განპირობებულია პროცესში იურიდიული მხარდაჭერის არარსებობით.

წარმოიდგინეთ, რომ გინდათ სახლის აშენება. ტრადიციულად, ჯერ მიდიხართ არქიტექტორთან, რომელიც ქმნის ერთი შეხედვით თქვენთვის მისაღებ ესკიზს თუმცა, მოგვიანებით აღმოაჩენთ რომ მისი შეთანხმება სრულიად წარმოუდგენელია, ვინაიდან არ არის დაცული საკანონმდებლო ნორმები, მაგალითად როგორიც არის  ფუნქციური ზონის მოთხოვნები, სიმაღლის რეგულაციები, მიჯნის ზონაში განთავსების წესები, უკანა ეზოს პრინციპი და სხვა…

ან მაგალითად ავიღოთ ფუნქციური ზონის ცვლილების, ან სპეციალური ზონალური შეთანხმების საკითხი. ეს პროცესი მოითხოვს ურბანული და არქიტექტურული ხედვის, მიმდებარე განაშენიანების კვლევის და სამართლებრივი არგუმენტაციის მჭიდრო სინთეზს.

Lawverse-ში ჩვენ შევცვალეთ თამაშის წესები. ჩვენთან მოქმედებს პრინციპი, რომ იურისტი პროცესში ერთვება არა ბოლოს, არამედ პირველივე ნაბიჯიდან. არქიტექტორების მიერ მუშაობის დაწყებამდე, ჩვენი იურისტები ატარებენ განსახორციელებელი პროექტის სრულ კვლევას, ამოწმებენ  მიწის ნაკვეთის სტატუსს, კოეფიციენტებს და ა.შ. შედეგად, თქვენ იღებთ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად მისაღებია თქვენთვის, არამედ რეალიზებადი და დაზღვეული ყოველგვარი სამართლებრივი რისკისგან.

ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო საქმის რაოდენობის და რესურსების სიმცირის  გამო  სრულყოფილად ვერ იკვლევს საქმის გარემოებებს ხშირად უშვებს შეცდომას და უარს ეუბნება მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებისგან, სრულად გამოიკვლიოს საკითხი, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს უარი ხშირად განპირობებულია განმცხადებლის მიერ ფორმალურად წარდგენილი დოკუმენტაციით.

ჩვენ გარდა ფორმალური მხარისა ადმინისტრაციულ ორგანოს ვაწვდით ყველა იმ საჭირო ინფორმაციას რომელიც საკითხის სწორად გადასაჭრელად არის მნიშვნელოვანი

ჩვენი მიდგომები

ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენთან კომუნიკაცია იყოს მარტივი და გასაგები, ამიტომ არ ვსაუბრობთ დამკვეთებთან რთული იურიდიული ან/და არქიტექტურული ტერმინებით. ჩვენი მიზანია დამკვეთი  ყოველთვის იყოს ინფორმირებული, ამასთან  სრული ინფორმაცია მიიღოს მისთვის გასაგებ ენაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი და რა მოლოდინები უნდა გააჩნდეს. 

ჩვენი მიზანია, ვიყოთ  სანდო პარტნიორი და არა უბრალოდ მომსახურების გამწევი ორგანიზაცია,  რაც გულისხმობს დამკვეთს ჰქონდეს  სრული ცოდნა  საქმის მიმდინარეობის შესახებ.

ჩვენი საქმიანობის  ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამშენებლო სამართალია, სადაც მომსახურებას სრულად ვფარავთ: დაწყებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი და ქალაქგეგმარებითი ანალიზით, დამთავრებული არქიტექტურული პროექტირებითა (ესკიზიდან მუშა პროექტამდე) და მშენებლობის ნებართვის მიღების მხარდაჭერით.

გარდა იმისა, რომ ვიცავთ დამკვეთის ინტერესებს მიწისა და უძრავი ქონების დავებში, ჩვენი ჩართულობა უზრუნველყოფს სამშენებლო დავების პრევენციასაც. ამასთანავე, სამშენებლო ბიზნესს ვთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას (აუთსორსინგს) და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — უკვე დაწყებული ან გაჩერებული პროექტების არქიტექტურულ-სამართლებრივ კორექტირებასა და დაკანონებას.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი კომპანია დგას პატიოსნებაზე, პროფესიონალიზმსა და შედეგზე. ჩვენთან არ არსებობს დაფარული რისკები — კლიენტს ყოველთვის ვუზიარებთ სრულ ინფორმაციას, მაშინაც კი, თუ სიმართლე არასასურველია.

Lawverse არ არის მორგებული ერთი კონკრეტული პიროვნების სახელზე. ჩვენ ვქმნით ბრენდს და სისტემას, რომელიც მუშაობს თქვენთვის.

მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენით. თუ გაქვთ იდეა, რომლის განხორციელებაც გსურთ, ან უბრალოდ სამართლებრივი რჩევა გჭირდებათ, ჩვენი კარი ღიაა.

პატივისცემით,

გიორგი ჭიჭინაძე

Lawverse-ის მმართველი პარტნიორი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *