ქეთევან როინიშვილი ჩვენს გუნდში იკავებს არქიტექტორის პოზიციას
ის არის კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი.
2024 წელს ქეთევანი მუშაობდა საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში „innosystems“ არქიტექტორის პოზიციაზე, ასევე გაიარა სტაჟირებები სხვადასხვა საპროექტო კომპანიებში, სადაც მონაწილეობდა საცხოვრებელი და კომერციული ტიპის პროექტებში.
2024 წლიდან მუშაობდა კომპანია “Architecton”-ში არქიტექტორის პოზიციაზე, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა საპროექტო პროცესებში, მათ შორის კონცეპტუალური და სამუშაო პროექტების შემუშავებაში.
ქეთევანის საქმიანობა მოიცავს არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავებას, პროექტების დაგეგმვასა და ვიზუალიზაციას. ასევე ახორციელებს პროექტისა და სამშენებლო ნებართვების შეთანხმებას სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და სხვა შესაბამის უწყებებთან.
ის ფლობს არქიტექტურისა და დიზაინის პროგრამების სრულ სპექტრს, მათ შორის: AutoCAD, Revit, SketchUp, ArchiCAD, Lumion, Twvinmotion, Photoshop და Illustrator.